შესვლა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურა

2 აპრილი, 2021

„უფლებები საქართველო“ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) EMERGE პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში „უფლებები საქართველო“ მიგრანტებს დროულ და კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას უწევს შერჩეულ საქმეებზე, რომლებიც უკავშირდება:

- ბინადრობის ნებართვის განაცხადებს;
- უფლებების ხელმისაწვდომობას;
- უფლებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვა საქმეებს, სადაც მეორე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყება.

სამართლებრივი დახმარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საქართველოს საერთო სასამართლოების წინაშე წარმომადგენლობას.

ჩამოტვირთეთ ბროშურა „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი სერვისების და  საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის შესახებ: არაბული, სპარსულიინგლისური, რუსული, ქართული

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!