შესვლა

წესდება

ა(ა)იპ„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

წესდება

ზოგადი დებულებები

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (შემდგომში „ორგანიზაცია“), არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი უფლებადაცვითი გაერთიანება.
1.2. ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
1.3. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ არის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება და ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის, მათ შორის სავალუტო ანგარიშები ბანკში, მრგვალი ბეჭედი, ემბლემა და ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სხვა სიმბოლიკა.
1.4. ორგანიზაციის მისამართლია: შევჩენკოს 12, თბილისი, 0108, საქართველო. ტელეფონები: (+995 32) 2 99 88 56; (+995 32) 2 72 88 56. ფაქსი (+995 32) 2 99 88 56. ელ-ფოსტა:  office@article42.ge
1.6. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
1. ლია მუხაშავრია პ/ნ 010022002946, თბილისი, თემქა 14 მ/რ I კვარტალი ბ. 156
2. შორენა ნაზღაიძე პ/ნ 01025007543 თბილისი, ვაშლიჯვარი 3 გოძიაშვილის I შესახვევი III
3. ალექსანდრე გამყრელიძე პ/ნ 0101800081 თბილისი, კეკელიძის ქუჩა 18 ბინა 24
4. დავით არაბული პ/ნ 01024005104 თბილისი, მიროტაძის ქუჩა #14
5. ელგუჯა ყურუა პ/ნ 01001014873 მცხეთა, სოფ, ძეგვი
 
ორგანიზაციის მისია

2.1. ჩვენ ვიცავთ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებს, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ სახელმწიფოს საქმიანობას.
 
ორგანიზაციის ფასეულობები:

3.1. დემოკრატიული საზოგადოება კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებით ყალიბდება;
3.2. ადამიანის უფლებათა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გარანტია;
3.3. ნდობა კვალიფიციური საქმიანობით მოიპოვება;
3.4. მნიშვნელოვანი შედეგები გუნდური მუშაობით მიიღწევა.

4. ორგანიზაციის მიზნები:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და თავის სხვა მუხლებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დამკვიდრებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
4.2. კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრების ხელშეწყობა;
4.3. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
4.4. ადამიანის უფლებადამცველთათვის საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა;
4.5. საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების ამაღლება;
4.6. პროფესიული იურიდიული განათლების ამაღლების ხელშეწყობა.
 

ჩამოტვირთეთ წესდება

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!