სტრატეგიული სამართალწარმოება
სტრატეგიული სამართალწარმოება „უფლებები საქართველოს“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის გულისხმობს იმ ტიპის საქმეთა წარმოებას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც მიმართულია კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სისტემური პრობლემების აღმოფხვრისკენ.
„უფლებები საქართველო“ პირველი ქართული ორგანიზაცია იყოს, რომელმაც პირველმა წარადგინა (1999 წელს) და მოიგო საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაციამ შექმნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების და სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის პრეცედენტი.
ორგანიზაციამ დანერგა გაეროს ხელშემკვრელ ორგანოებში სამართალწარმოების დაწყების სტანდარტი. „უფლებები საქართველო“ არის პირველი ორგანიზაცია საქართველოდან, რომელმაც საქმე წარადგინა და მოიგო გაეროს CEDAW კომიტეტში. ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაზე კომიტეტმა შეწყვიტა მონიტორინგი, რადგან სრულად მოხდა აღსრულება.
სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განხორციელებული პროექტები:
- ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (2016-2017 წწ.)
- სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დასაცავად (2015 წ.)
- სტრატეგიული სამართალწარმოება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად (2012-2013 წწ.)
- სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში (2006-2009 წწ.)
- სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა (2004-2007 წწ.)