განათლება და ინფორმირება
საგანმანათლებლო საქმიანობა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება „უფლებები საქართველოს“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
წლების განმავლობაში, ორგანიზაცია ორიენტირებულია იურისტების ახალი თაობების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, რისთვისაც რეგულარულად ახორციელებს იურიდიული კლინიკისა და სტაჟირების პროგრამებს, მართავს თემატურ ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და მართლმსაჯულები სექტორში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ მუდმივად ზრუნავს ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მხრივ, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ქალთა უფლებების დაცვას, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას, გენდერული თანასწორობის განმტკიცებას და, ზოგადად, მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტები:
- გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში (2020 წ.)
- სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით (2018-2019 წწ.)
- არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს (2018 წ.)
- ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (2016-2017 წწ.)
- სასოფლო რაიონებში მცხოვრებ ქალებში ინფორმირებულობის ამაღლების ხელშემწყობი კამპანიები (2014 წ.)
- გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე (2014-2016 წწ.)
- მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება (2013-2014 წწ.)
- სტრატეგიული სამართალწარმოება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად (2012-2013 წწ.)
- ქალთა უფლებების სამაგიდო წიგნის შექმნა, გავრცელება და შედეგების შეფასება (2010 წ.)
- საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა (2010-2011 წწ.)
- იურიდიული კლინიკა (2008-2009 წწ.)
- ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება (2006 წ.)
- სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში (2006-2009 წწ.)
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პატიმართა უფლებებსა და პენიტენციალურ სისტემზე (2005 წ.)
- სტამბოლის პროტოკოლის დანერგვის პროექტი (2003-2004 წწ.)
- პრაქტიკული ტრეინინგის კურსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატებისათვის (2001-2003 წწ.)
- იურიდიული კლინიკა (1998-2004 წწ.)