გაეროს ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ – ფაზა III

პროექტის სახელწოდება: გაეროს ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ – ფაზა III
ფინანსური მხარდაჭერა: 37,135 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის 15 აპრილი – 2025 წლის 15 სექტემბერი
პროექტის მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი (EU)
პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე რეაგირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას საქართველოში. სტრატეგიული სამართალწარმოებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის მეშვეობით პროექტი შეისწავლის პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების შემთხვევებს, სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა და მათ მიმართ განხორციელებულ ზომებს.
პროექტის ამოცანები:
1. სტრატეგიული სამართალწარმოება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა (PDPS) და ეროვნულ სასამართლოებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უკანონო შემთხვევებზე რეაგირების მიზნით;
2. PDPS-ის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება პერსონალურ მონაცემთა დარღვევების შესახებ სამართლებრივი და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გზით;
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა (SIS) და პროკურატურის საქმიანობის შეფასება 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების თვალსაზრისით.