საგანგებო მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვისთვის საქართველოში

პროექტის სახელწოდება: საგანგებო მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვისთვის საქართველოში
ფინანსური მხარდაჭერა: 60,000 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის 14 აპრილი – 2025 წლის 15 ოქტომბერი
პროექტის მხარდამჭერები: ევროკავშირი (EU), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს გენდერულ და ოჯახში ძალადობაზე (GBV/DV) სამართლებრივ რეაგირებას საქართველოში, უზრუნველყოს მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, გაამყაროს სტრატეგიული სამართალწარმოება და აღმოფხვრას სისტემური ხარვეზები სასამართლო მონიტორინგის გზით.
პროექტის ამოცანები:
• გენდერული და ოჯახში ძალადობის სტრატეგიულ საქმეებზე უწყვეტი სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა;
• უფასო სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა მოწყვლადი და მარგინალიზებული ქალებისა და გოგოებისთვის;
• სასამართლო პროცესების მონიტორინგი მსხვერპლის დაცვის და სამართლიანი პროცედურების შესაფასებლად;
• ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და გავრცელება, რომელიც შეაფასებს ქართული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისობას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.
სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, პროექტი ეხმარება გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ფემიციდი, სექსუალური ძალადობა (მათ შორის არასრულწლოვნებზე), მეორეული ვიქტიმიზატია, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, მეურვეობის უფლების დარღვევა, ინტერსექციური დისკრიმინაციის შემთხვევები და სხვ.
სასამართლო მონიტორინგი შეაფასებს მსხვერპლის დაცვისა და პროცედურული სამართლიანობის კუთხით გამოწვევებს.