ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა

პროექტის დასახელება: ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა, სასამართლოში მათი დაკითხვის პროცესის მონიტორინგის და შემდგომი ადვოკატირების გზით
პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი, 2021 წ - აგვისტო, 2021 წ.
პროექტის მხარდამჭერი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ (USAID PROLoG)
პროექტის პარტნიორები: საქართველოს სახალხო დამცველი, მართლმსაჯულების განვითარებისა და რეფორმების ცენტრი (JDRC)
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა გენდერულად სენსიტიური გარემოს უზრუნველყოფის გზით.
პროექტის ამოცანები:
• შესწავლილ იქნას, რამდენად შეესაბამება სასამართლოში არსებული გარემო და ინფრასტრუქტურა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და მათი მეორადი ვიქტიმიზაციისაგან დაცვის ინტერესს;
• განხორციელდეს სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვის მონიტორინგი და შეისწავლ იქნას, უზრუნველყოფს თუ არა არსებული ატმოსფერო და მიდგომა დაზარალებულთა რევიქტიმიზაციის თავიდან აცილებას, და აბრკოლებს თუ არა მართლმსაჯულების პროცესზე დაზარალებულთა ეფექტიან ხელმისაწვდომობას;
• მოხდეს სასამართლოში დაკითხვის მიმდინარეობის დროს მოწმე-დაზარალებულის კოორდინატორის როლის ეფექტიანობის შესწავლა
• მომზადდეს დასკვნები და რეკომენდაციები მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ადავოკატირებისთვის.