შესვლა

ახალგაზრდებმა კახეთის რეგიონიდან აქტუალურ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

19 აგვისტო, 2025

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალგაზრდებმა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან მათთვის აქტუალური, ადგილობრივი საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ მრავალეთნიკურ თემებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსია გამართეს. 

საუბარი შეეხო ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების საკითხებს, ადამიანის უფლებების და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოცდილებებს, დასაქმების შესაძლებლობების საჭიროებას, უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობას, საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების საკითხებს.  

მონაწილეებმა იმსჯელეს ერთობლივ, ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო-შემეცნებით ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებასაც თანატოლების ჩართულობით გეგმავენ.

საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება უფლებები საქართველოს, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია  ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR). 

ეს თანამშრომლობა  მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!