ლადო მკერვალიშვილი „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი 2020 წლიდან გახდა.
განათლება:
ლადო მკერვალიშვილს მიღებული აქვს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ინგლისური ენის მაგისტრის ხარისხს დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტიდან; სწავლობდა კაიროს (ეგვიპტე) უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; იყო ვენეციის (იტალია) კაფოსკარის უნივერსიტეტის მკვლევარი.
სამუშაო გამოცდილება:
ლადო მკერვალიშვილი 1999-2005 წლებში იყო გაზეთ „ახალი თაობის“ რედაქტორის მოადგილე; თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან და მედია საშუალებებთან როგორც კორესპონდენტი. 2005 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2006-2012 წლებში ეკავა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია. 2005-2009 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ პროექტების კოორდინატორი და კონსულტანტი მედიასთან ურთიერთობების საკითხებში. 2012-2018 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების საარჩევნო ფონდში (IFES) გენდერისა და ინფორმირების პროექტის მენეჯერად.
2018-2019 წლებში მუშაობდა ვაშინგტონის (აშშ) ამერიკული უნივერსისტეტის კომუნიკაციის სკოლაში მიწვეულ პროფესორად. 2006-2007 წლებში იყო ოქსფორდისა და კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებში როგორც მიწვეული მეცნიერი. ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს.
ამჟამად არის თბილისის ღია უნივერსუტეტის სრული პროფესორი, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ( GREVIO) წევრი; ევროსაბჭოს წარმომადგენლობის საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP); განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტი.
ლადო არის არაერთი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმის, კონფერენციის დელეგატი და მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს ერთი სამეცნიერო შრომა და 5 სამეცნიერო სტატია; არის 10-ზე მეტი წიგნის ავტორი და რედაქტორი.
მენეჯერული გამოცდილების გარდა, არის კომუნიკაციების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი/ტრენერი; ეწევა ინდივიდუალურ საკონსულტაციო საქმიანობას ტრენერთა მომზადების, საზოგადოებასთან ურთიერთობების, პირადი იმიჯის ფორმირების მიმართულებით.