დიმიტრი ნოზაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2023 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა.
„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე, დიმიტრი ნოზაძე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ საერთო სპეციალიზაციის იურისტის პოზიციაზე. მისი ძირითადი საქმიანობა მოქალაქეთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, სარჩელისა და საჩივრების მომზადება, სასამართლოში მოქალაქეთა წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა იყო.
დიმიტრი 2007 წლიდან სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა იურისტად და ადვოკატად. მათ შორის, 2009-2017 წლებში იყო სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურში.
დიმიტრის 2005 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2006 წელს კი ჩააბარა ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალიზაციით. გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში