

გვანცა ჯოჯუა - საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი
გვანცა ჯოჯუა „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2023 წლის ივლისიდან შემოუერთდა
სამუშაო გამოცდილება
გვანცა 2017 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. მას აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 2015-2020 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საჯარო უწყებაში განსხვავებულ პოზიციებზე. 2020-2022 წელს მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურში სისხლის სამართლის ადვოკატად. მას შემდეგ კი, ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას
განათლება
გვანცამ 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2017 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. 2022 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საზაფხულო სკოლაში, ტრენინგსა და კონფერენციაში