შესვლა
ანი ფორჩხიძე - იურისტი

ანი ფორჩხიძე - იურისტი

ანი ფორჩხიძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2022 წლის მარტში შეუერთდა.

ანი, 2020-2021 წლებში, დასაქმებული იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრში“იურისტი-მონიტორის პოზიციაზე. იგი, დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში, მონიტორინგს უწევდა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გამართულ სასამართლო სხდომებს. მას, ასევე, სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, კერძო იურიდიულ კომპანიაში „CC Legal & Advisory“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.

ანიმ 2018 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი. 2021 წელს კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრის საფეხურზე ანი  სწავლობდა უფსალას უნივერსიტეტში (შვედეთი), ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე - ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი).

ანის მონაწილეობა აქვს მიღებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ სამუშაო შეხვედრასა და ტრენინგში.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!