შესვლა
მარიამ მაღრაძე - იურისტი

მარიამ მაღრაძე - იურისტი

მარიამ მაღრაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წელის ივლისში შეუერთდა. ის სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მიგრანტებს.

„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე, მარიამი მუშაობდა იურისტად სხვადასხვა კომპანიაში. 2019-2020 წლებში იყო „GAA Holding“-ის იურისტი, 2018-2019 წლებში მუშაობდა სარაჯიშვილის იურიდიულ კომპანიაში, 2017-2018 წლებში - იურიდიულ კომპანიაში „ჩემი ადვოკატი“. 2015-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი, ხოლო 2014-2015 წლებში მუშაობდა ანალიტიკოსად „საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტში“.

რაც შეეხება მარიამის განათლებას, 2015 წელს მან მოიპოვა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წელს სწავლობდა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წელს მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

მარიამს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამართლის სხვადასხვა საკითხზე. მას გავლილი აქვს სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!