შესვლა

გაინტერესებთ, რას გულისხმობს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება?

7 სექტემბერი, 2021

საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოელს, რომლის გაძევებაც საქართველოდან შეუძლებელია შემდეგი გარემოებების გამო:

•    მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
•    მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
•    მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
•    როდესაც ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება;
•    როდესაც გასაძევებელი უცხოელის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს.

უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის და დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.

კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელისათვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭების შემთხვევაში, მასზე გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ერთი წლის ვადით.

,,უფლებები საქართველოს“ გუნდი პროექტის -  ,,გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“ ფარგლებში, გაგიწევთ კვალიფიციურ სამართლებრივ კონსულტაციებსა და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებას საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების საკითხთან დაკავშირებით.

პროექტის გუნდის საკონტაქტო ინფორმაცია:

ცხელი ხაზი: +995 577 282 277
ელ. ფოსტა: office@rights.ge
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!