დამხმარე სახელმძღვანელო: ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკა
4 აგვისტო, 2021„უფლებები საქართველომ“, ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, მოამზადა „ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკის“ სატრენინგო მოდული და ტრენერების დამხმარე სახელმძღვანელო.
სატრენინგო მოდული ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ერთი მხრივ, გაიზარდოს დარგის სპეციალისტების პროფესიონალიზმი და მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომლის მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების ეტაპებზე დაცულია ადამიანის უფლებები, თუ კრიზისების გაშუქების სტანდარტები.
რაც შეეხება ტრენერების დამხმარე სახელმძღვანელოს, მისი დანიშნულებაა ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა იმ რეკომენდაციებით, ინფორმაციული მასალებითა თუ თემატური სავარჯიშოებით, რაც შესაძლებელს გახდის აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის, ან სხვა ფორმატის საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებას.
გაეცანით სახელმძღვანელოს: https://cutt.ly/0QcHLyL