როგორ გეხმარება არაფორმალური და პროფესიული განათლება?

სწავლა ყველგან შეგიძლია!
ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები სკოლაში არ მთავრდება.
- ტრენინგები, ბანაკები და ახალგაზრდული გაცვლები (Erasmus+, European Solidarity Corps)
- ონლაინ სასწავლო პლატფორმები (Coursera, Udemy, edX, Google Digital Garage, Microsoft Learn)
- პროფესიული პროგრამები საქართველოში (vet.emis.ge)
- და სოციალური მედიაც კი, როგორც ცოდნის წყარო (YouTube, LinkedIn)
ახალგაზრდებს ცხოვრებისეული უნარების და პროფესიული ცოდნის მიღებაში ეხმარება და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებთან აახლოებს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ამბობს: განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ (მუხლი 26).
განათლება შენი უფლებაა, ხოლო შენ მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
გაიგე მეტი არაფორმალური განათლების და პროფესიული სწავლების შესახებ შესახებ ჩვენი საინფორმაციო ბარათებიდან, რომელიც ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა.