შესვლა

როგორ გავხდე მოქალაქე ჟურნალისტი?

7 ოქტომბერი, 2025

შენს მოთხრობილ ამბავს აქვს ძალა!

საჯაროობა პრობლემების გადაწყვეტის გასაღებია. 

იყო მოქალაქე ჟურნალისტი, ნიშნავს, თავადვე საუბრობდე საკუთარი თემის პრობლემებზე და არ ელოდო, როდის დაინტერესდება ამბით ადგილობრივი მედია, როდის შეამჩნევენ პრობლემას ადგილობრივ ხელისუფლებაში, ან როდის დაიწყებენ საუბარს შენ ნაცვლად სხვები. 

ამბის მოყოლა ერთი ფოტოს გამოქვეყნებითაც შეგიძლია. საქმე ძალიან მარტივია, როცა შენი სმარტფონის კამერის და სოციალური ქსელების გონივრულად გამოყენება შეგიძლია. 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი ამბობს: ყველას აქვს თავისუფლად აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის ძიების, მიღებისა და გავრცელების უფლება.

ეს უფლება უნდა გამოიყენო პასუხისმგებლობით: გადაამოწმე ფაქტები, მოერიდე სტერეოტიპებს და პატივი ეცი ადამიანის ღირსებას.

გაიგე როგორ შეგიძლია გახდე მოქალაქე ჟურნალისტი ჩვენი საინფორმაციო ბარათებიდან, რომელიც ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა.

იცოდე შენი უფლებები. იმოქმედე ცვლილებისთვის.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!