ანალიტიკური დოკუმენტი: საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მდგომარეობა
8 იანვარი, 2024„უფლებები საქართველომ“ მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი: საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მდგომარეობა.
ანალიტიკური დოკუმენტი ერთი მხრივ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ანალიზს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე მხრივ ეყრდნობა „უფლებები საქართველოს“ მიერ „ფიფლ ინ ნიდის“ (PIN) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების საფუძველზე იდენტიფიცირებულ გამოწვევებს 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.
დოკუმენტის მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება შესაბამის უწყებებს.