შესვლა

უკრაინელი მოქალაქეების საკითხების ეთიკური გაშუქება: სახელმძღვანელო წესები

8 იანვარი, 2024

ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 5,1 მილიონი ადამიანი იძულებით გადააადგილეს და განდევნეს სახლებიდან, ხოლო 6,2 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა რეგიონის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და გლობალურად სხვა ქვეყნებში. 

ომის გაშუქების დროს ეთიკური სტანდარტების დარღვევის უფრო დიდი რისკი არსებობს, განსაკუთრებით, როდესაც ჟურნალისტები ახალ ამბებზე მუშაობენ. მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხების გაშუქებას და ორმაგად უნდა გადაამოწმოს ინფორმაციის წარმომავლობა და ნამდვილობა, რათა შეამციროს არასწორი ინფორმაციის გავრცელების რისკი. 

უკრაინის მოქალაქეების გაშუქებისას მედიას, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის ხელშემწყობს, აქვს მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების სრულად და ეთიკურად ინფორმირებისთვის. ეთიკური გაშუქება სცილდება მხოლოდ ფაქტების გადმოცემას; ის გულისხმობს სიზუსტის, მგრძნობელობისა და სტატისტიკის მიღმა არსებული ადამიანური ისტორიების პასუხისმგებლობით ასახვას.

ასეთ დროს აუცილებელია, ჟურნალისტური მასალები იყოს ზუსტი და სანდო, მნიშვნელოვანია, რეალური ადამიანების ისტორიები, მათი გამოცდილების აუდიტორიისთვის მოყოლა. თუმცა, როგორ გავაშუქოთ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები ეთიკურად? როგორია საუკეთესო პრაქტიკა და რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ ომს? ეთიკური გაშუქება უზრუნველყოფს მათი გამოცდილების ღირსეულად, პატივისცემითა თუ კულტურული სენსიტიურობით წარმოჩენას.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი

დოკუმენტი მოამზადა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.

წინამდებარე სახელმძღვანელო წესები შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!