შესვლა

სასარგებლო ინფორმაცია ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის

29 დეკემბერი, 2023

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ 2022 წლის დეკემბრიდან ახორციელებს პროექტს „საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა“, რომლის ფარგლებშიც უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო სამართლებრივ დახმარებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, „უფლებები საქართველომ“ მუნიციპალიტეტების მერიებისთვის მოამზადა ბროშურა ქართულ და უკრაინულ ენებზე, რომელიც ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. 

- ჩამოტვირთეთ ბროშურა

ეს ბროშურა დაეხმარება მუნიციპალიტეტს, დააკვალიანოს მერიაში მისული უკრაინის მოქალაქე და, საჭიროების შემთხვევაში, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის, გადაამისამართოს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოში“, სადაც მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზიც: +995(555)107300.

აღნიშნული ბროშურის მომზადება და უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხობს უკრაინის ომს“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრსა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!