გზამკვლევი დამწყები მეწარმეებისათვის
23 ოქტომბერი, 2023„უფლებები საქართველომ“ მოამზადა გზამკვლევი დამწყები მეწარმეებისათვის, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქალებს ბიზნესის დაწყებასა და მართვაში, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოებაში.
გზამკვლევის სტრუქტურა და შინაარსი აგებულია იმ ფორმით, რომ ქალებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის დაწყებასთან და წარმოებასთან დაკავშირებულ ძირითად რეგულაციებზე. გზამკვლევში განხილულია შემდეგი ძირითადი საკითხები: 1) ბიზნესგარემო და მეწარმის ცნება, 2) მეწარმის დაფუძნება და რეგისტრაცია, 3) სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, 4) ბიზნესის მართვის მოდელების სამართლებრივი საკითხები.
გზამკვლევი მომზადდა პროექტის - „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს.