გაძლიერებული ახალგაზრდობა, ინკლუზიური მომავალი: სამოქალაქო ჩართულობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება

პროექტის სახელწოდება: გაძლიერებული ახალგაზრდობა, ინკლუზიური მომავალი: სამოქალაქო ჩართულობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება
პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2025 – 15 ოქტომბერი, 2025
დაფინანსება: USD 19’955
პროექტის მხარდამჭერი: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR)
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას სამოქალაქო პროცესებში, რეგიონულ დონეზე.
პროექტის აქტივობები დაგეგმილია სამი ძირითადი მიმართულებით:
1) ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერება – ლაგოდეხის, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო აქტივობებში ახალგაზრდების, მათ შორის არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობის გაზრდა.
2) ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება – ადგილობრივი თემის ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა და წახალისება მათი საჭიროებების და პრიორიტეტების საპასუხოდ.
3) ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ დონეზე – კამპანიების ჩატარება ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.