გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
1 იანვარი, 2022პროექტის დასახელება: გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი, 2022 - დეკემბერი, 2024
დაფინანსება: EUR 210 440
პროექტის მხარდამჭერი: ევროკავშირი, ASB საქართველო
პროექტის პარტნიორები: „აფხაზინტერკონტი“, „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“, „მედიაცენტრი კახეთი“, „ღია სივრცე კავკასია“
გეოგრაფიული არეალი: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ზემო იმერეთი, კახეთი
პროექტის მიზანი: გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა
პროექტის ამოცანები:
პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ გახსნის სამართლებრივი დახმარების სამ რეგიონულ ცეტრს თელავში, ჭიათურასა და ამბროლაურში, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივ მოსახლეობას გენდერული და ოჯახში ძალადობის საქმეებზე უფასო სამართლებრივი დახმარება გაეწევა.
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ კვალიფიციური იურისტები ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ, ასევე განახორციელებენ მათ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.