ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებთან ბრძოლა

პროექტის დასახელება: ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებთან ბრძოლა
პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო, 2022 - ნოემბერი, 2022
პროექტის მხარდამჭერი: პროექტი ხორციელდება „რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც AFEW International-ი, ორგანიზაცია People in Need-თან და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებდა.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის მთავარი ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან გავრცელებული ანტიევროპული დეზინფორმაციული ნარატივების გაბათილებისა და ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის ამოცნობის უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით.
პროექტის ამოცანები:
პროექტის ფარგლებში ყოველკვირეულად მოხდება დეზინფორმაციული ნარატივების იდენტიფიცირება და დეკონსტრუქცია; ჩატარდება ტრენინგები. გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ უფასო სამართლებრივ დახმარებას შესთავაზებს ულტრამემარჯვენე ნარატივებით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლებს.