სოციალურად დაუცველი და COVID-19-ით დაზარალებული პირების უფლებების დაცვა

პროექტის დასახელება: „სოციალურად დაუცველი და COVID-19-ით დაზარალებული პირების უფლებების დაცვა“
პროექტის ხანგრძლივობა: 15 მაისი, 2021 წ - 30 სექტემბერი, 2021 წ.
პროექტის მხარდამჭერი: პროექტი ხორციელდება „რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც AFEW International-ი, ორგანიზაცია People in Need-თან და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი და COVID-19-ით დაზარალებულ პირებისათვის 24/7-ზე იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტი მოქალაქეებს ყოველ დღე, ნებისმიერ დროს, ონლაინ და სატელეფონო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს და მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა სამართლებრივი სერვისის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, სასამართლოში წარმომადგენლობას განახორციელებს.
ამასთან ერთად, „უფლებები საქართველო“ დაეხმარება მოქალაქეებს, სრულფასოვნად ჩაერთონ დისტანციურ სასამართლო პროცესებში, მათ შორის, გაუწევს დახმარებას სასამართლოსთვის ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში.