შესვლა

გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება

10 ივნისი, 2021

პროექტის დასახელება: „გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“

პროექტის ხანგრძლივობა: 10 ივნისი, 2021 წ. - 10 იანვარი, 2022 წ.

დაფინანსება: EUR 13,797.60

პროექტის მხარდამჭერი: პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და „უფლებები საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Brot für die Welt ფინანსური მხარდაჭერით

პროექტის ამოცანა:

პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ მიგრანტებს საქართველოდან გაძევება-არგაძევების საკითხებში  უფასო სამართლებრივ დახმარებასა და კონსულტაციებს გაუწევს. ასევე მომზადდება სამი კვლევა, რომელიც ორიენტირებული იქნება მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ პრაქტიკასა და კანონში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე.  

პროექტის  მიზანია  საქართველოში  მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.  

პროექტი „გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ,,უფლებები საქართველოს“ შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, 2021 წლის 10 ივნისიდან ხორციელდება. 

პროექტი დაფინანსებულია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Brot für die Welt მიერ.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!