შესვლა

„უფლებები საქართველოს“ ექსპერტმა, ნანა მჭედლიძემ, გამოხატვის თავისუფლების თემაზე ტრენინგების სერია ჩაატარა

9 აპრილი, 2021

2021 წლის 6-8 აპრილს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ნანა მჭედლიძემ, გამოხატვის თავისუფლების თემაზე ტრენინგების სამდღიანი სერია ჩაატარა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

უყურე ტრენინგის ვიდეოჩანაწერებს:

- გამოხატვის თავისუფლება (ნაწილი 1)
- გამოხატვის თავისუფლება (ნაწილი 2)
- გამოხატვის თავისუფლება (ნაწილი 3)

ტრენინგის ფარგლებში, ნანა მჭედლიძემ განიხილა გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. 

ნანა მჭედლიძემ ვრცლად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მედია აქტორის დეფინიცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობის განმარტება, ჟურნალისტიკის საკანონმდებლო გარანტიები, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის მაგალითები, დეზინფორმაცია, საპარლამენტო გამოხატვა, პარლამენტის ავტონომია, პარლამენტის წევრის გამოხატვის თავისუფლება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და სხვა.

ტრენინგების სერია გაიმართა „იურიდიული განათლების ფონდთან“ თანამშრომლობით, „უფლებები საქართველოს“ პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!