შესვლა

„უფლებები საქართველომ“ თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა საქმეებზე მომუშვე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა 

30 მარტი, 2021

„უფლებები საქართველომ“, დღეს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გამართა ონლაინ შეხვედრა პრაქტიკოს ადვოკატებთან, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლების, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებისა და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უფლებების დაცვაზე მუშაობენ. შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურის და კერძო საადვოკატო ბიუროების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების გავლენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საერთაშორისო დაცვისა და ბინადრობის ნებართვების მინიჭებაზე, ასევე იმსჯელეს საქართველოს საერთო სასამართლოებში საერთაშორისო დაცვის და ბინადრობის ნებართვების საქმეების განხილვის სპეციფიკაზე. 

ონლაინ შეხვედრა გაიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომელთა მეშვეობითაც „უფლებები საქართველო“ სამართლებრივ დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებს, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებსა და საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!