„უფლებები საქართველო” 8 ნოემბერს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
13 ნოემბერი, 2020დღეს, „უფლებები საქართველომ” 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებისა და მათი გამოძიების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაზე „უფლებები საქართველოს” იურისტებმა ისაუბრეს აქციის დაშლის დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილ კანონდარღვევებზე და საზოგადოებას წარუდგინის ჟურნალისტთა უფლებების შელახვის ფაქტები და მტკიცებულებები.
„უფლებები საქართველო” პროკურატურისაგან მოითხოვს, მოხდეს ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და გამოძიება წარიმართოს სწრაფად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და ეფექტიანად.
საკითხის შესახებ პირველი განცხადება „უფლებები საქართველომ” 9 ნოემებრს გაავრცელა.