შესვლა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სახელმწიფომ განაახლა საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემა თავშესაფრის მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებისათვის

30 სექტემბერი, 2020

რას ნიშნავს, იყო საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ან ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, და არ გქონდეს საიდენტიფიკაციო მოწმობა მიუხედავად იმისა, რომ კანონით გეკუთვნის? ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს წვდომა არცერთ სახელმწიფო სერვისზე, არ შეგიძლია მიიღო სამედიცინო დახმარება, ისწავლო, იცხოვრო, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. 

ასეთი ტენდენცია დაიწყო საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან, რის გამოც ,,უფლებები საქართველოს“ იურისტებმა უპრეცედენტო სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლებისა და ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის შესაბამისი მოწმობების გაცემა.

2020 წლის სექტემბრიდან განახლდა საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემა და ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება და ყველა ის ადამიანი მიიღებს საიდენტიფიკაციო მოწმობას, რომელსაც იგი კანონით ეკუთვნის. 

ჩვენ კი ვაგრძელებთ თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირების ინტერესების დაცვას საქართველოში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის   ,,თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
  
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!