შესვლა

„უფლებები საქართველოს“ მიერ კარანტინში მყოფი ბელარუსის მოქალაქე მცირეწლოვანი ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას პირველი შედეგი მოჰყვა

13 აგვისტო, 2020

„უფლებები საქართველოს“ მიერ კარანტინში მყოფი ბელარუსის მოქალაქე მცირეწლოვანი ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას პირველი შედეგი მოჰყვა. 

ჯანდაცვის სამინსიტრო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებები დაინტერესდნენ კარანტინში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობით. „უფლებები საქართველოს“ იურისტის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ, არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირები და ჩაუტარდათ განმეორებითი ტესტირება (სწრაფი PCR ტესტი).

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინში მოთავსების კანონით დადგენილი ვადა არის 14 დღე, ოჯახი ორი დღით ადრე გამოუშვეს საკარანტინე სივრციდან. აღნიშნული წარმოადგენს სახლემწიფოს აღიარებას იმ არსებით ფაქტობრივი გარემოებისა, რომ კარანტინის პირობები არ შეესაბამება იმ სტანდარტებსა და საჭიროებებს, რომლებიც გათვლილია არასრულწლოვანისათვის. 

მოხარული ვართ, რომ მძიმე საკარანტინე პირობებში მოთავსებულ უცხო ქვეყნის არასრულწლოვან მოქალაქეს აღმოვუჩინეთ ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება და დავიცავით ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!