შესვლა

„უფლებები საქართველომ“ მიგრანტთა უფლებების თემაზე საკონსტულაციო შეხვედრები დაიწყო

14 აგვისტო, 2020

„უფლებები საქართველომ“ პრაქტიკოს იურისტებთან საკონსტულაციო შეხვედრები დაიწყო, რომელთა მიზანიცაა უცხოელი მიგრანტების სამართლებრივი საჭიროებებისა და უფლებების დაცვის შესახებ ადვოკატების ინფორმირება. 

პირველი შეხვედრა დღეს „საიას“ ქუთაისის ფილიალში გაიმართა. „უფლებები საქართველოს“ მკვლევარმა მერი ჩაჩავამ „საიას“ იურისტებს გააცნო ის სამართლებრივი სერვისები, რასაც „უფლებები საქართველო“ უცხოელ მიგრანტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში უწევს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უცხოელი მიგრანტებისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე გამხვილდა. 

უფლებადამცველ ორგანიზაციებთან კოორდინაციის გაძლიერებასთან ერთად, საკონსულტაციო შეხვედრები მიზნად ისახავს გადამისამართების მექანიზმის ამოქმედებასაც.

„უფლებები საქართველომ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების სამართლებრივი დაცვისა და გაძლიერების პროექტი ივლისის ბოლოს დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ შეისწავლის უცხოელი მიგრანტების უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და სერვისებში არსებულ ხარვეზებს, ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.  გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ მიგრანტებს უფასო სამართელებრივ კონსულტაციას და სასამართლოში წარმომადგენლობას გაუწევს,  ასევე იზრუნებს მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!