ახალგაზრდებმა კახეთის რეგიონიდან აქტუალურ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდებმა ყვარლის მუნიციპალიტეტიდან მათთვის აქტუალური, ადგილობრივი საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ მრავალეთნიკურ თემებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსია გამართეს. აქტუალურ საკითხებს შორის იყოს ახალგაზრდების განვითარების შესაძლებლობები, ადამიანის უფლებების და თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევები, სოციალურ სერვისებზე წვდომა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები.
ეს იყო დასკვნითი დისკუსია ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო შეხვედრების სერიიდან, რომელმაც ხუთი პირისპირ და ხუთი ონლაინ დისკუსია მოიცვა.
საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება უფლებები საქართველოს, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).
ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას.