ახალგაზრდების ჩართულობით, ლელიანში ბიბლიოთეკის განახლების ინიციატივა განხორციელდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აქტიურმა ახალგაზრდებმა წარმატებით განახორციელეს სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ლელიანის ზრდასრულთა განვითარების ცენტრის ბიბლიოთეკის ფონდის განახლებას ითვალისწინებდა.
ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოაწყეს საჯარო კინოჩვენება, კინოჩვენებაზე დასწრების სიმბოლურ საფასურად კი ბიბლიოთეკითვის ახალი წიგნის გადაცემა დააწესეს. ამგვარი შემოქმედებითი გზით, მხოლოდ ერთ დღეში, ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ჟანრის 10-მდე წიგნის შეგროვება შეძლო. ინიციატივა უფლებები საქართველოს და ლელიანის ზრდასრულთა განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდები ბიბლიოთეკის განახლების ინიციატივის სისტემატიურად ჩატარებას გეგმავენ.
ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება ნაწილია უფლებები საქართველოს ძალისხმევისა, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).