საინფორმაციო შეხვედრა თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის
10 სექტემბერი, 2020„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, დღეს, თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მონაწილეები გაეცნენ საქართველოში თავშესაფრის მიღების პროცედურას, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლება-მოვალეობებს, მათთვის განკუთვნილ სახელმწიფო სერვისებს და პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ტიპებს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვის პროცედურებზე.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს.