შესვლა

ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე ონლაინ დისკუსია გაიმართა

6 აგვისტო, 2020

6 აგვისტოს, „უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით გაიმართა ონლაინ დისკუსია, რომელზეც ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, სასამართლოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა  ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა განიხილეს.

დიკუსიის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ ექსპერტებმა წარადგინეს ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ჭრილში გაანალიზებულია ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა კოვიდ-19 პანდემიის დროს.

ანგარიშში შევიდა „უფლებები საქართველოს“ მიერ 2020 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში დისტანციურ სასამართლო პროცესებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, ის ხარვეზები, რომელიც გამოვლინდა სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობის, სასამართლო სხდომების საჯაროობის, პროცესში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის, მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის კუთხით. ანგარიშში ასევე ასახულია რეკომენდაციები ელექტრონული მართლმსაჯულების სრულყოფის შესახებ.

საქართველოს სასამართლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან გადავიდნენ და შემდგომი ოთხი თვის განმავლობაში 16900-ზე მეტი ონლაინ სხდომა გამართეს. ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, „უფლებები საქართველომ“ ჩაატარა ადვოკატების, პროკურორების, მოსამართლეების, სასამართლო პროცესების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტების გამოკითხვა, ასევე აწარმოა ონლაინ სხდომების მონიტორინგი.

დისტანციურ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება წარიმართა  პროექტის „ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის შეფასება და ხელმისაწვდომობა" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „უფლებები საქართველო“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!