შესვლა

„უფლებები საქართველო“ კარანტინში მოთავსებული ბავშვის უფლებებს სასამართლოში დაიცავს

12 აგვისტო, 2020

„უფლებები საქართველომ“ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელითაც ითხოვს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში მოთავსებული მცირეწლოვანი ბავშვის უფლებების ხელყოფის ფაქტის დადგენას, აგრეთვე მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას. 

ბავშვის ინტერესების დაცვის თხოვნით, 1 აგვისტოს, „უფლებები საქართველოს“ მცირეწლოვნის მამამ მიმართა. ოჯახი ჩამოვიდა ბელარუსიდან და ისეთ საკარანტინე გარემოში მოთავსდა, რომელიც არასრულწლოვნის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებდა. ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობა და შფოთვები დაეწყო. მამამ თხოვნით მიმართა როგორც სასტუმროს ადმინისტრაციას, ისე უფლებამოსილ სახელმწიფო სტრუქტურებს, შეეცვალათ საკარანტინე პირობები ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომრეობის გათვალისწინებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას და ნორმალური განვითარების პროცესს, განმცხადებელმა ითხოვა ფსიქოლოგის დახმარებაც, თუმცა ეს თხოვნაც რეაგირების გარეშე დარჩა.  

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და უფლებამოსილი პირები, არ ითვალისწინებდნენ რა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი დაცვის პრინციპებს, უხეშად ხელყოფდნენ როგორც საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, ისე ეროვნულ კანონმდებლობას. ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რითაც გადადგა ნაბიჯი ბავშვთა უფლებების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

დარაზალებული ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. „უფლებები საქართველო“ მცირეწლოვნის ინტერესებს იცავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (მიგრანტთა) სამართლებრივი დახმარება და საჭიროებების უზრუნველყოფა საქართველოში“ ფარგლებში. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!