შესვლა

„გლოვოს“ კურიერის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

16 აგვისტო, 2024

„გლოვოს“ კურიერის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. კონფლიქტის მონაწილე ან შემსწრე პირების ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

თბილისში, ნუცუბიძის  პლატოზე “გლოვოს” კურიერის, თეიმურაზ სიგუას დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელიც მიმალული იყო, გამოძიებამ 14 აგვისტოს დააკავა. ბრალდებული წარსულში მკვლელობის მცდელობისთვისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი პირია, რომელიც 2012 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

საქმე ეხება 6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის  პლატოს IV მიკრო რაიონში მომხდარ დანაშაულს. გლოვოს კურიერი თეიმურაზ სიგუა, რომელმაც მისამართზე შეკვეთა მიიტანა, ბრალდებულმა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი  იარაღის გამოყენებით,  ფეხის არეში დაჭრა. საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

„უფლებები საქართველომ“ საქმეში ჩართვისთანავე მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები. 2 აგვისტოს კი განცხადებით მიმართა  ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებისა და საქმეზე დამატებით მოპოვებული მასალების გადმოცემის მოთხოვნით. ასევე, ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გამოძიებას მოეწოდებინა ინფორმაცია, დადგინდა თუ არა  იმ პირის/პირთა ვინაობა  და მოხდა თუ არა მათი გამოკითხვა, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ან/და მონაწილეობდნენ კონფლიქტში.

პასუხად წერილით მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება  და ტარდება  საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. მასალების გადმოცემის და შესაბამისი ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით ორგანიზაციის ადვოკატებმა 14 აგვისტოს განმეორებით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას.

როგორც დაზარალებულის წარმომადგენლები, ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურისგან მოვითხოვთ, რომ დროულად გადმოგვცენ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია და გამოძიებამ კი დროულად ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კონფლიქტში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!