შესვლა

მოძალადე ქმარი ცოლს სექსუალური ხასიათის ვიდეოებს ფარულად უღებდა და გავრცელებით ემუქრებოდა 

29 სექტემბერი, 2023

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, მსხვერპლმა დუმილი დაარღვია და მოძალადეს ბრალი წარედგინა 

კაცი, რომელთანაც მსხვერპლი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქალს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფარულად უღებდა სექსუალური ხასიათის ვიდეოებსა და ფოტოებს. ძალადობის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში კი, ამ ვიდეოების გასაჯაროებით ემუქრებოდა და დუმილს აიძულებდა.

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ქალმა შიში დაძლია და პოლიციას მიმართა. ქალის განცხადების საფუძველზე, მოძალადე კაცი დააკავეს ოჯახში ძალადობის, იძულებისა და მუქარის ფაქტზე. ქალს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2023 წლის 27 ივლისს, მსხვერპლი ქალი დაზარალებულად ცნეს. 2023 წლის 28 სექტემბერს კი, ძალადობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამაკაცს, დამატებით, ბრალი წარედგინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების, გავრცელების ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის მუხლით განსაზღვრულ დანაშაულში. 

მსხვერპლი ქალის ინტერესებს „უფლებები საქართველოს“ ჭიათურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი, თამარ  ჯოხაძე, იცავს. საქმეები წარმოებულია პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!