შესვლა

ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო

4 სექტემბერი, 2023

გორის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმის განხილვა, რომელშიც დაზარალებულები მრავალწლიანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან. მათ ინტერესებს, გამოძიების ეტაპზე და საქმის სასამართლოში განხილვისას, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები იცავდნენ.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო ბავშვების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და მეუღლის მიმართ ჩადენილ სასტიკ მოპყრობაში, რამაც ქალი თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა. დამნაშავეს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გამოძიების ეტაპზე, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი სამართლებრივი მიმართვის  საფუძველზე,  საგამოძიებო ორგანომ თანმდევი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

რაც შეეხება სასამართლოში საქმის განხილვას, დაზარალებულების მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა არაერთი წერილობითი მიმართვა წარუდგინეს საქმის პროკურორსა და სასამართლოს, რომელთა დიდი ნაწილი საქმის განმხილველმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. კერძოდ, არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვისას ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს. ამასთან, ბავშვების დაკითხვას ესწრებოდა სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლ ქალს, ის დახურულ სხდომაზე, დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, დაიკითხა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას, ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულების დისკრედიტაციის, შეურაცხყოფისა და დამცირების არაერთ მცდელობას. ამასთან, ადვოკატი არაეთიკურ განცხადებებს აკეთებდა დაზარალებულების ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, ორგანიზაციის ადვოკატები გააგრძელებენ დაზარალებულების ინტერესების დაცვას თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!