შესვლა

სექსუალური შევიწროების ფაქტზე ამბროლაურის სასამართლომ კიდევ ერთი პირი ცნო სამართალდამრღვევად

23 მარტი, 2023

„უფლებები საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე, ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ, სექსუალური შევიწროების ფაქტზე, პირი სამართალდამრღვევად ცნო და მას, ჯარიმის სახით, 300 ლარის გადახდა დააკისრა.  ეს სექსუალური შევიწროების რიგით მეორე საქმეა, რომელიც, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სასამართლომ „უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის მიმართვის საფუძველზე განიხილა. 

ადმინისტრაციული წარმოება 54 წლის მამაკაცის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ამბორალურში მცხოვრები ქალის საჯაროდ განთავსებული Facebook პოსტის ქვეშ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი კომენტარები გამოაქვეყნა. 

„უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტმა, სექსუალური შევიწროების ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოს მიმართა. მოთხოვნის საფუძველზე, სამმართველომ შეადგინა შესაბამისი ოქმი და საქმე განსახილველად ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს გადასცა. 

სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, როინ კახიძემ, სოციალურ ქსელ Facebook-ში სამართალდამრღვევის მიერ კონკრეტული ადრესატის საპასუხოდ განთავსებული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები სექსუალური ხასიათის არასასურველ ქცევად მიიჩნია და შესაბამისი პირი ცნო სამართალდამრღვევად.

აღნიშნული საქმე წარმოებული იყო პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით, 2022 წლიდან ხორციელდება.

ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილია „უფლებები საქართველოს“ უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრები ამბროლაურში, ჭიათურასა და თელავში, რომლებიც სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ პირს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს კი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებსა ან/და სასამართლოში.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!