შესვლა

„უფლებები საქართველომ“ საუნივერსიტეტო კურსებში გენდერის და თანასწორობის საკითხების გათვალისწინებაზე ტრენინგი გამართა

24 ნოემბერი, 2022

გენდერის და თანასწორობის საკითხებზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლების და ლექტორების შესაძლებლობების ზრდის მიზნით, „უფლებები საქართველომ“ „დემოკრატია და მოქალაქეობის“ საბაკალავრო კურსში გენდერის და თანასწორობის საკითხების ინტეგრირების პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციები მოიცავს როგორც თეორიულ ჩარჩოს, ისე სტუდენტთათვის რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალს.

„უფლებები საქართველომ“ ასევე მოამზადა საბაკალავრო კურსის „გენდერი და თანასწორობა“ სილაბუსი, რომლის დანერგვაც რეკომენდირებულია ჟურნალისტიკის, სამართლის ან სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამებში. 

24 ნოემბერს, „უფლებები საქართველომ“ გამართა ონლაინ ტრენინგი და მომზადებული რეკომენდაციები და  სილაბუსი  გააცნო სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) წევრებს, თბილისის, თელავის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და ახალციხის უნივერსიტეტების ლექტორებს. 

სილაბუსისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე ლექტორებისათვის მათი წარდგენა შესაძლებელი გახდა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!