შესვლა

„უფლებები საქართველომ“ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა

8 ივნისი, 2022

„უფლებები საქართველოს“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა 8 ივნისს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექცია, თემაზე - „თავშესაფრის მაძიებლების და საერთაშორისო დაცვის მქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“. 

ლექციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლება-მოვალეობებს,  თავშესაფრის მინიჭების პროცედურას და მასთან დაკავშირებული სასამართლო განხილვის სპეციფიკას. 

ლექცია ჩატარდა პროექტის „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, 2019 წლიდან ახორციელებს.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!