„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის“ წევრმა ორგანიზაციებმა 17 მარტს ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც კოორდინაციის და ქსელი განვითარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ქსელის ხილვადობის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ფონდების მოძიების საკითხებზე, ასევე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.
„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ გასული წლის ნოემბერში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით დააფუძნა.
ქსელის წევრებს შორის არიან: „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV“ და „აფხაზინტერკონტი“.
ქსელის საქმიანობას კოორდინაციას „უფლებები საქართველო“ უწევს.