შესვლა

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელმა“ სამუშო შეხვედრა გამართა

3 თებერვალი, 2022

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც მიგრაციის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. 

საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას, მიგრანტთათვის საჯარო და კერძო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათი დასაქმებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ქსელის წევრებმა სხვადასხვა საკითხზე ერთმანეთთან კოორდინაციის საკითხიც განიხილეს.

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ გასული წლის ნოემბერში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით დააფუძნა

ქსელის წევრებს შორის არიან: „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV“ და „აფხაზინტერკონტი“.

ქსელის საქმიანობას კოორდინაციას „უფლებები საქართველო“ უწევს. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!