შესვლა

„უფლებები საქართველომ“ ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციას უმასპინძლა

14 დეკემბერი, 2021

13 დეკემბერს, „უფლებები საქართველომ“, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოს სასწავლო ვიზიტით, კერძოდ, თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ქართული მოდელის გასაცნობად ეწვია. 

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჩრდილოეთ მაკედონიის ადვოკატთა ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR)  წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებული იყო UNHCR-ის მიერ.

შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, და პროექტის კოორდინატორმა, სალომე ჯოხაძემ, ჩრდილოეთ მაკედონიელ კოლეგებს გააცნეს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, რომელიც UNHCR-ის მხარდაჭერით 2019 წლიდან ხორციელდება და ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებელთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, აგრეთვე წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. 

ჩრდილეოთ მაკედონიამ „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონი 2019 წელს მიიღო და ამ კანონით აიღო ვალდებულება, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველეყო თავშესაფრის მაძიებლების უფლებების დაცვა, თუმცა კანონის პრაქტიკაში აღსრულება ჯერაც არ დაწყებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში ვიზიტის დროს, ჩრდრილოეთ მაკედონიის დელეგაცია ასევე გაეცნო, როგორ უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივ დახმარებას სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახური. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!