შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, მარტოხელა დედამ საუნივერსიტეტო კლინიკას სასამართლოში დავა მოუგო

30 ნოემბერი, 2021

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სოციალურად დაუცველმა მარტოხელა დედამ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას“ სასამართლოში დავა მოუგო.

სამედიცინო მომსახურების გაწევისას, კლინიკამ თავდაპირველად განუმარტა პაციენტს, რომ მომსახურება, რომელიც მას სჭირდებოდა, ფინანსდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. შემდეგ კი, მაინც მოსთხოვა ქალს მომსახურების საფასურის გადახდა (200 ლარის ოდენობით). 

თანხის ამოსაღებად კლინიკამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პაციენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მარტოხელა დედამ, რომელსაც დაკისრებული თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, სამართლებრივი დახმარებისათვის „უფლებები საქართველოს“ მიმართა. 

ორგანიზაციის იურისტმა, ანნა თვარაძემ ბენეფიციარს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია და კლინიკის წინააღმდეგ სასამართლოში შესაგებელიც წარადგინა.  

2021 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ მიერ წარდგენილი შესაგებელი, არ დააკმაყოფილა საუნივერსიტეტო კლინიკის სარჩელი და მარტოხელა დედა მისთვის მძიმე ფინანსური ვალდებულებისგან გაათავისუფლა. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!