შესვლა

ევროსასამართლომ 2008 წლის ომში დაზარალებულთა საქმეებზე განჩინება გამოაქვეყნა

19 ნოემბერი, 2021

18 ნოემბერს ევროსასამართლომ 2008 წლის რუსეთთან ომში დაზარალებულთა საქმეებზე  გამოაქვეყნა განჩინება „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. 

რუსეთის წინააღმდეგ „უფლებები საქართველომ“ (მაშინდელმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“) სტარსბურგში  400-ზე მეტი პირის განაცხადი  2009 წელს გააგზავნა. 

ევროსასამართლო 18 ნოემბრის განჩინებაში, რომელიც 59 განმცხადებელთან მიმართებაში იქნა გამოტანილი, მიუთითებს რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად, სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), მე-4 დამატებითი ოქმის  მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), მე-13 მუხლთან  (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა)  ერთობლიობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლების დარღვევის პირველადი მტკიცებულებები საქმის მასალებში უკვე არსებობს, რის გამოც შემდგომი მსვლელობა მისცა სამართალწარმოებას.

„უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის თქმით „ევროსასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ განმცხადებელებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, „უფლებები საქართველოს“ კიდევ ერთხელ მოუწევს დიდი ძალისხმევის გაწევა. კერძოდ, უნდა განახლდეს მონაცემები განმცხადებელების შესახებ, შეგროვდეს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დარღვეული ევროკონვენციის მუხლები“. 

„უფლებები საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლების საქმეებზე მუშაობის გაგრძელების მიზნით, დაიწყოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და ქმედებების განხორციელება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!