შესვლა

„უფლებები საქართველომ“ სუს-ს საქმე მოუგო

15 ოქტომბერი, 2021

გომელაურის დანიშვნაზე ფეისბუკში გაკეთებული კომენტარის გამო პოლკოვნიკის დევნა სასამართლომ უკანონოდ სცნო

„აწი რაღა გვიჭირს!“ - ეს კომენტარი გააკეთა ვახტანგ გომელაურის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკმა გიორგი მურთაზაშვილმა ნინო გიორგაძის ოფიციალურ ფეისბუკ პოსტზე 2020 წლის 19 თებერვალს. 21 თებერვალს კი უსაფრთხოების სამსახურში 20 წლიანი მუშაობის სატაჟის მქონე მურთაზაშვილი უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილემ დაიბარეს და იძულებითი წესით დააწერინეს პატაკი პირადი განცხადებით სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

მურთაზაშვილმა „უფლებები საქართველოს“ მიმართა დახმარებისათვის და უშიშროების სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების განყოფილებაში გადაყვანის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის დაკისრების მოთხოვნით. 

„უფლებები საქართველო“ და მურთაზაშვილი ასევე ითხოვდა, სასამართლოს დაედგინა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია და უსაფრთხოების სამსახურს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანისათვის  სახით 10 000 ლარის გადახდა დაკისრებოდა. 

სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა „უფლებები საქართველოს“ და მურთაზაშვილის არგუმენტები და 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მურთაზაშვილის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. 
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მურთაზაშვილის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე. 

მურთაზაშვილის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი იცავდა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!