შესვლა

თბილისის საქალაქო სასამართლო უკანონოდ მსჯავრდებული არჩილ კობიაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს

4 ოქტომბერი, 2021

თითქმის 7-წლიანი უკანონო პატიმრობის გამო, „უფლებები საქართველო“ პროკურატურისგან კობიაშვილისთვის კომპენსაციის სახით 1 მილიონ ლარზე მეტის გადახდას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იწყებს „უფლებები საქართველოს“ სარჩელის განხილვას, რომლითაც ყოფილი მსჯავრდებული არჩილ კობიაშვილი, ციხეში უკანონოდ გატარებული 6 წლისა და 6 თვის გამო, სახელმწიფოსგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

კობიაშვილი, ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2004 წელს მისცეს. ბრალდების მხარე მას ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 

2019 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არჩილ კობიაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კი, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და  კობიაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას მიაღწია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც დატოვა.

დღემდე, იმ პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც კობიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფაბრიკაციასა და უკანონო განაჩენის გამოტანაში მიიღეს მონაწილეობა, გამოძიება არ დაწყებულა.  

„უფლებები საქართველო“ პროკურატურისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 1 მილიონი ლარის, მატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის კი 87 ათასი დოლარის გადახდას მოითხოვს. 

კობიაშვილის ინტერესებს სასამართლოში კვლავაც „უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!